კორპორაციული კულტურა

"ლილო მოლის" კორპორაციული კულტურა დაარსების დღიდან ყალიბდება და  შემდეგ ფასეულობებზეა დაფუძნებული:

  • პატივისცემა
    წლების განმავლობაში კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს   ერთმანეთის პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები აქვთ ჩამოყალიბებული. თავის მხრივ, თითოეული კადრის შერჩევის პრინციპი იმას გულისხმობს, რომ გუნდში მივიღოთ ადამიანი, რომელიც კვალიფიკაციასთან ერთად პიროვნულ პატივისცემასაც იმსახურებს. "ლილო მოლი" სწორედ ასეთი კადრებით არის დაკომპლექტებული, რაც ჩვენს ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს და კომპანიის სტაბილურობაზე აისახება.

  • პატიოსნება
    ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა. ერთგული კადრები და მათი საქმის მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გვეხმარება პარტნიორებისა და საზოგადოების ნდობის მოპოვებაში. 

  • საერთო მიზნები და ინტერესები
    არის ის ფასეულობა, რომლის დამსახურებითაც კომპანია არსებობის 20 წლის მანძილზე იგივე შემადგენლობის გუნდის მიერ იმართება. ურთიერთპატივისცემა, საერთო საზრუნავი და გულწრფელი ურთიერთობები არის გარანტი ჩვენი კომპანიის მდგრადობისა. ყოველდღიურად მიღებული გადაწყვეტილებები, წარმოებული ბიზნეს მოლაპარაკებები, ცვლილებებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, განვითარებაზე ორიენტირებული სიახლეების დანერგვა, შიდა განწყობა და ერთმანეთის ნდობა პრობლემების გუნდურად გადაჭრის მაღალ უნარზე მეტყველებს.