კატეგორიები
საბაჟო ტერმინალი. სასაწყობე მეურნეობა
2015 წლის 21 მაისს კომპანია "ლილო მოლმა" ქალაქ თბილისის მერთან ერთად ახალი საბაჟო-სასაწყობო ტერმინალი გახსნა. ტერმინალის გახსნის საზეიმო ცერემონია შედგა კომპანიის 24 წლის იუბილეზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელმძღვანელი პირები საქართველოს მთვრობიდან, მერიიდან და და საკრებულოდან.
ტერმინალი აკმაყოფილებს ტვირთის მიღების, განბაჟების, დასაწყობებისა და თანამდევი პროცედურების მომსახურების თანამდეროვე სტანდარტს. მთლიანი განაშენიანების ფართი 24 000 კვ.მ-ია, აქედან სასაწყობე ფართი - 4500 კვ.მ, მომსახურების სერვის ცენტრი კი - 1 800 კვ.მ. ტერმინალის მომსახურებით ისარგებლებენ უშუალოდ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები. ამას გარდა, სხვა იმპორტიორ მეწარმეებსაც კომფორტულ გარემოში მოუწევთ საქმიანობა. ტვირთბრუნვის ოპერირებას განახორციელებს „საქართველოს ფოსტა“.