საქმიანობა
”ლილო მოლი” წარმოადგენს ამიერკავასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრს როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის სფეროში. ის ახორციელებს კომერციული ცენტრის მენეჯმენტს, რაც ძირითადად მის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ფართების იჯარით გაცემაში გამოიხატება.
მეწარმეთა ის კონტიგენტი, რომელიც კომერციული ცენტრის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობითაა დაკავებული, დაკომპლექტებულია მრავალეთნიკური ჯგუფებით. ასევე მრავალფეროვანია ის პროდუქციაც, რომლის საცალო და საბითუმო რეალიზაციაც ხორციელდება სავაჭრო ცენტრში.