ქველმოქმედება
ქველმოქმედება კომპანია "ლილო მოლის" ერთ-ერთ პერმანენტულ საქმიანობას წარმოადგენს. ყოველდიურად შემოსული თხოვნის წერილები კომისიის განხილვაზე გადის და მათი მთლიანი ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად რელევანტურია კომპანიის რეაგირება ამა თუ იმ განმცხადებლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
რიგგარეშე კომისია იკრიბება მაშინ, როცა სტიქიური უბედურების, შეიარაღებული კონფლიქტისა თუ სხვა მოულოდნელი მოვლენების შედეგად ქვეყანაში ჩნდებიან ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროებათ. ქველმოქმედება ხორციელდება ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის, ბიზნეს ასოციაციის, თბილისის მერიისა თუ საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" შეუამავლობით.
"ლილო მოლი" აქტიურად მონაწილეობს ეკლესია-მონასტრების მშენებლობის პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. კომპანიაში დასაქმებული ადამიანები მონაწილეობას იღებენ მახათას მთაზე დაწყებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.
სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს მიღმა და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარების გარდა კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განათლების სფეროსაც. დაფინანსდა ცალკეული ავტორების წიგნების გამოცემა და სხვადასხვა თარგმანები.