კითხვა-პასუხი
ამ საიუბილეო აქციით კომპანია „ლილო მოლი“ მის ერთგულ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, გრძელვადიანად დამკვიდრნენ კომერციული ცენტრის ტერიტორიაზე და გააგრძელონ სამეწარმეო საქმიანობა, როგორც კომპანია „ლილო მოლის“ პარტნიორებმა.
საიჯარო ტარიფი ძვირდება 20%-ით, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ ამ საახალწლო საიუბილეო აქციით და 2016 წლის 1 აპრილიდან გაზრდილი საიჯარო ტარიფის ნაცვლად გადაიხადოთ იგივე ტარიფი, რასაც იხდიდით აქამდე, იმ შემთხვევაში, თუ 6 თვის საიჯარო ქირას გადაიხდით წინასწარ ერთიანად. ასეთ შემთხვევაში ფაქტიურად თქვენ მთელი 2016 წლის განმავლობაში ( 10 თვე: იანვრიდან - ოქტომბრამდე) გინარჩუნდებათ იგივე ტარიფი.